Saturday, October 10, 2009

ჩემი ქალაქი


პროექტის სახელი: ჩემი ქალაქი

პროექტის მიზანი: მოსწავლეები იკვლევენ საკუთარი ქალაქის და მიმდებარე
ტერიტორიის ისტორიას და უზიარებენ მათი თვალით
გორს თავიანთ თანატოლებს.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს წავიყვან გორის მუზეუმებში ,დაათვალიერე-
ბენ და შეისწალიან მათ ისტორიას.წავალთ გორისციხე-
ზე,რომელსაც აქვს დიდი ისტორიული მნიშვნელობა.
წავალთ წმინდა გიორგის სახელობის გორიჯვრის ეკლე-
სიაში,გავესაუბრებით იქ მოღვაწე მამაოს,რომელიც მოგ-
ვიყვება ეკლესიის ისტორიას.მოვიძიებთ მასალებს გორის
საზოგადო მოღვაწეების შესახებ.მოვაწყობთ შეხვედრას
ბატონ-ელდარ მამისთვალოვთან,რომელიც არის ავტორი
წიგნისა-გორის ისტორია,და მსახიობ-ბატონ ქიშვარდ მან-
ველიშვილთან.მოვინახულებთ 2008წლის რუსეთ-საქარ-
თველოს ომის შედეგად დანგრეულ სახლებს და შევხვდე-
ბით დაზარალებულ ლტოლვილ მოსახლეობას.

მონაწილეთა ასაკი: საშუალო საფეხურის მეთორმეტე კლასის მოსწავლეები.

ვადები/ხანგრძლივობა; ერთი თვე

პროექტის შესაძლო აქტივობა: კლასს დავყოფ 4 ჯგუფად.თითოეულ ჯგუფს მივცემ დავალებებს.

Iჯგუფს დაევალება ფოტოების გადაღება
და ინფორმაციის მოძიება.
IIჯგუფს –გორის მუზეუმებისა და ეკლესიების დათ-
ვალიერება,მასალების შეგროვება ფოტოებთან ერთად.
IIIჯგუფი შეხვდება გორის ცნობილ საზოგადო მოღვა-
წეებს და მოისმენს მათ ისტორიას.
IVჯგუფი გაემგზევრება დაზარალებული მოსახლეობის
შესახვედრად და მოისმენს მათი თვალით დანახულ
ომის ფაქტებს.
ბოლოს მოხდეს თითოეული ჯგუფის მიერ მოპოვებული
ასალების პრეზენტაცია.


მოსალოდნელი შედეგები : მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევა-ძიების უნარ-
ჩვევები(ეცნობიან დღიურებს,ინტერვიუებს,წერილებს)და
აცნობიერებენ ადგილობრივი ისტორიის მნიშვნელობას
აწმყოსთვის.


სარგებელი სხვისთვის: მოხდება მოძიებული ინფორმაციის გაზიარება თანატო-
ლებისთვის,შეიქმნება კედლის გაზეთი,სადაც განთავსდე-
ბა მოძიებული მასალები ფოტოებთან ერთად,რაც
მოზარდ თაობას გაუღვივებს თავიანთი ქალაქის უკეთ
შესწავლის სურვილს.

სამუშაო ენა: ქართული


პროექტის
ფასილიტატორი: ნინო გოგნაძე


ფასილიტატორის ფოსტა:
n.gognadze@gmail.com